კალათბურთი

2:00 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 34 ქულა 34 წუთში

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში (EBA) მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ბულაშვილის “კულერედომ” “ჩანტადა” 71:61 დაამარცხა, მონაგარის ლამის ნახევარი კი ქართველი უკანახაზელის აქტივში გახლდათ.
ლუკამ მოედანზე 34:30 წუთი გაატარა და 34 ქულა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 10-დან 8 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბულაშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
“კულერედომ” ექვს ტურში 5 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და A-B ჯგუფში პირველ-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 24 ნოემბერს, სტუმრად, “პორინო ბალონკესტო ბასესთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115889