ფეხბურთი

1:07 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკი დე იონგი - „ბარსას“ მთავარი სამიზნე

“ბარსელონას“ ხელმძღვანელობა შეთანხმდა, თუ ვინ იქნება მათთვის მთავარი სამიზნე საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას - გვამცნობს Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, ამ სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ ამსტერდამის „აიაქსის“ შუახაზელის, ფრენკი დე იონგის შეძენას შეეცდება. 21 წლის ჰოლანდიელს, კატალონიელები 30 წლის სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებენ.

გასულ ზაფხულს “ბარსელონა“ უკვე ცდილობდა დე იონგის გადაბირებას, მაგრამ „აიაქსმა“ უარი უთხრა.

შეგახსენებთ, რომ დე იონგის საკუთარ რიგებში ხილვა, ასევე მადრიდის „რეალს,“ „იუვენტუსს,“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.

0.112189