სხვა

21:18 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედიის მეოთხე, აჭარის მესამე  

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში ზესტაფონის სპორტია სასახლეში გაგრძელდა. ქვეყნის ჩემპიონმა სამტრედიამ 29-20 დაამარცხა ბრინჯაოს პრიზიორი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და 8 ქულით ლიდერობს დასავლეთის ლიგაში.

უდანაკარგოდაა წინა ჩემპიონატის ფინალისტი, აჭარის გუნდიც, რომელსაც 3 მოგება აქვს ხელვაჩაურის გუნდის დამარცხების შემდეგ - 28-23. ორი მატჩი მოიგო ფოთის ოქრო ვერძმა - წყალტუბოსთან (27-9) და ქუთაისთან, 14-11.

პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.

ხვალ თბილისში აღმოსავლეთის ლიგის მორიგი თამაშებია, ხოლო ხელვაჩაურში იწყება საქართველოს ჩემპიონატი უმცროსი ასაკის, 15-წლამდელ ჭაბუკებს შორის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი. 17 ნოემბერი, ზესტაფონი

ხელვაჩაური - აჭარა 23-28

ფოთი - წყალტუბო 27-9

სამტრედია - ბსბ ბათუმი 29-20

ქუთაისი - ფოთი 11-14

მსაჯები: გ. გველესიანი - თ. ბჟალავა, ზ. აბრამიშვილი - შ. სტურუა

დელეგატი: გ. გვაზავა

-----------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ

სამტრედია----4---4---0---0--123-69---8

აჭარა-----------3---3---0---0---75-62---6

ბსბ ბათუმი---4---2---0---2---97-90---4

ფოთი----------4---2---0---2---69-66---4

ქუთაისი-------3---1---0---2---60-39---2

ხელვაჩაური--4---1---0---3---94-98---2

წყალტუბო----4---0---0---4---30-124--0

5-5 საუკეთესო გუნდი გადის მეორე ეტაპზე

1 დეკემბერი, ქუთაისი

13:00 ქუთაისი - აჭარა

14:00 ფოთი - სამტრედია

15:00 ხელვაჩაური - ქუთაისი

16:00 წყალტუბო - ბსბ ბათუმი

0.115548