ფეხბურთი

0:17 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხედირამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

ტურინის "იუვენტუსის" გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. როგორც "ბიანკონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კოჭი დაიზიანა და შესაძლოა "სპალთან" გასამართ იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა ტრავმა პირველად ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიასთან" მიიღო და დაზიანების გამო შვიდი შეხვედრა ვერ ჩაატარა. სულ კი მიმდინარე სათამაშო წელს ხედირამ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

0.113162