ფეხბურთი

19:30 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

U19: საქართველო აზერბაიჯანთან დამარცხდა

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზური მეორე ტურის შემდეგ ვერ გაიფორმა. გიორგი მიქაძის გუნდმა პირველ ტურში სამი დღის წინ ლიხტენშტეინი 7:0 განადგურა და ახლა აზერბაიჯანს დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა „ჯვაროსნები“ ფავორიტად ითვლებოდნენ, ყველაფერი მეზობლების სასარგებლოდ დასრულდა. არადა, მთლიანობაში საქართველო ფლობდა უპირატესობას, თუმცა, ეს არ იყო ის თამაშის ხარისხი, რაც სამი დღის წინ.

ტაიმი საქართველომ მოიგო. ლევან ხარაბაძემ 45-ე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა. აი, მეორე ტაიმში კი უპირატესობა გავანიავეთ. ორი გოლი გავუშვით და ორივე უხეში შეცდომებით. ჯერ, გოლის ავტორი ხარაბაძე შეცდა დაცვაში და ბაირამოვმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში უკვე დიმიტრი ბულისკერია შეცდა გამოსვლაზე, ბურთი ხელიდან გააუვარდა და მარდანოვს ისღა დარჩენოდა, თავით კარში გადაეგზავნა ბურთი - 1:2.

შეხვედრაც ასე დასრულდა. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელმა ლიხტენშტეინი 2:1 დაამარცხა და გალიდერდა. საქართველოს ნაკრებს კი შანსი ისევ აქვს. ბოლო ტურში თუ ისრაელს დაამარცხებს, ელიტ რაუნდის საგზურს უსათუოდ მოიპოვებს. აღნიშნული შეხვედრა 20 ნოემბერს გაიმართება.

საქართველო (U19) - აზერბაიჯანი (U19) 1:2 (1:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო (4-2-3-1): ბულისკერია; ხარაბაძე, გელაშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი (ივანიაძე 74); დარციმელია (გაბუნია 84), მექვაბიშვილი (ფაცაცია 74); გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია; ბაბუნაძე (ინჯგია 55)

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

აზერბაიჯანი (4-3-3): მეჰბაიევი; მარდანოვი, მასიმოვი, ჰუსეინლი, იბრაგიმოვი; სეიდოვი, ბაირამოვი (ნურიევი 76), გურბანოვი (ჯაფარგულიევი 46); ვალიზადა, გულიევი (ინგილაბლი 89), გასიმოვი (მაჰმუდოვი 64)

მწვრთნელი: ვუგარ მამადოვი

გოლები: 1:0 ხარაბაძე (45), 1:1 ბაირამოვი (67), 1:2 მარდანოვი (70)

გაფრთხილება: მექვაბიშვილი (51) - მარდანოვი (40), ვალიზადა (78), სეიდოვი (89), ნურუიევი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 9 (5) კუთხურები: 4:5

მსაჯი: დონატას რუმსასი (ლეიტუვა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114732