ფეხბურთი

18:00 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "რამოსი არათუ მსოფლიოს, არამედ "რეალის" საუკეთესო მცველიც არაა"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველები სერხიო რამოსს არ აღიარებენ. დეიან ლოვრენის შემდეგ ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ ესპანელი მსოფლიოს საუკეთესო მცველი არაა.

„სერხიო რამოსი მსოფლიოში საუკეთესო მცველი არაა. ბრწყინვალე ფეხბურთელია და პატივს ვცემ იმას, რაც ფეხბურთში გაუკეთებია, თუმცა, ჩემთვის, როგორც მცველისთვის, მისი სტილი მისაღები არაა. ვფიქრობ, „რეალშიც“ კი არაა საუკეთესო და რაფაელ ვარანი ბევრად უფრო მომწონს. ფრანგი შესანიშნავია, ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ბევრი ტიტული მოიგო“, - განუცხადა ვან დეიკმა Tribal Football-ს.

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, „ლივერპულის“ კიდევ ერთმა მცველმა დეიან ლოვრენმა განაცხადა, რომ რამოსზე ძლიერი მცველია.

0.111708