ფეხბურთი

17:07 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ფორმის დიზანის ავტორი გარდაიცვალა

ბრაზილიის ქალაქ პელოტასში 84 წლის ასაკში მწერალი, ჟურნალისტი და დიზაინერი ალდაირ გარსია შლეე გარდაიცვალა. 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან ტრაგიკული წაგების შემდგომ კლუბის ხელმძღვანელობამ თეთრი ფერის მაისურებზე უარი თქვა და ახალ ფორმაზე კონკურსი გამოაცხადა.

ასობით ვარიანტის განხილვის შემდგომ არჩევანი 19 წლის გარსიას დიზაინზე შეაჩერეს და მას შემდგომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ყვითელი ფერის მაისურით თამაშობს.

ლეგენდარული ბრაზილიელის საპატივცემულოდ ბრაზილიისა და ურუგვაის ამხანაგური მატჩი გარსია შლეეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. მის მშობლიურ ქალაქში კი სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109558