ფეხბურთი

15:37 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ხამესის გამოსყიდვას არ აპირებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ხამეს როდრიგესს არ გამოისყიდის. როგორც გერმანული მედია იტყობინება, კოლუმბიელი ფეხბურთელის თამაშით „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები კმაყოფილნი არ არიან და ზაფხულში მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ხამესის დაბრუნების დიდი სურვილით არც მადრიდის „რეალი“ გამოირჩევა და სამხრეთ ამერიკელს ახალი გუნდის ძიება მოუწევს. ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, სადაც მისი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

შეგახსენებთ, ხამესი „ბაიერნში“ 2017 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით გადავიდა. მიმდინარე სეზონი მისთვის წარმატებულად არ დაწყებულა, 11 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ახლა საერთოდაც, ტრავმირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123047