ფეხბურთი

0:03 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნირმა შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს

ესპანელმა ფეხბურთელმა მუნირ ელ-ჰადადიმ შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს. როგორც გამოცემა Sport-ი იუწყება, "ბლაუგრანა" და მუნირი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან და დიდი ალბათობით თავდამსხმელი კლუბს დატოვებს.

ელ-ჰადადის "ბარსელონასთან" ხელშეკრულება 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს და სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს. "ბლაუგრანა" ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს კიდევ ერთხელ შესთავაზებს და თავდამსხმელის შენარჩუნებას შეეცდება.

მუნირი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და ბოლო ორი სეზონი "ალავესსა" და "ვალენსიაში" იყო განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში ელ-ჰადადიმ მოედანზე რვა თამაშში 228 წუთი გაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.129755