ფეხბურთი

21:25 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანჩო ბუნდესლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევი ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

სანჩომ გასულ თვეში "ბორუსიას" რიგებში სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯეიდონი "დორტმუნდში" გაული წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში სანჩომ 17 შეხვედრაში თავი ხუთი გოლით და რვა საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონში 20-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.111543