ფეხბურთი

22:20 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფეხბურთელი სტრინიჩი ვარჯიშს განაახლებს

ხორვატი ფეხბურთელი ივან სტრინიჩი ორშაბათიდან ვარჯიშს განაახლებს. როგორც "მილანის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა გულის პრობლემები დაძლია და მზადაა ვარჯიში დაიწყოს.

აგვისტოში ფეხბურთელს გულის კუნთის ზრდა დაუფიქსირდა და გამოჯანმრთელებამდე ვარჯიში აუკრძალეს. მანამდე კი სტრინიჩმა ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ექვსი შეხვედრა ჩაატარა. ივანი "მილანს" 2018 წლის ზაფხულში "სამპდორიადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ჯერჯერობით "როსონერის" მაისურით მატჩი არ ჩაუტარებია.

0.116403