კალათბურთი

19:31 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ

2017-18 წლების საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. რეგულარული ჩემპიონატის შედეგად შერჩეული 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გამარჯვება მოიპოვეს და ნახევარფინალის საგზურები გაინაღდეს “ქუთაისმა”, “აკადემიამ”, “რუსთავმა” და “ჰიუნდაიმ”.

13 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. გათამაშების ფორმატის თანახმად ნახევარფინალები, ისევე როგორც ფინალი, 2 მატჩისგან შედგება. პირველ შეხვედრებში “ქუთაისმა” თბილისში “აკადემია” 85:80 დაამარცხა, ხოლო “ჰიუნდაიმ” “რუსთავს” 70:59 სძლია.

ნახევარფინალის საპასუხო მატჩები რუსთავში და თბილისში გაიმართა. 15 ნოემბერს რუსთავში გამართულ შეხვედრაში კვლავ ჰიუნდაელებმა იმარჯვეს, ამ ჯერად უფრო დამაჯერებელი ანგარიშით (77:55) და ფინალში გავიდნენ. “ჰიუნდაის” ფინალში დღეს შეუერთდა “ქუთაისი”, რომელმაც საპასუხო შეხვედრა ქუთაისში “78:70 მოუგო “აკადემიას.

მესამე ადგილისთვის მატჩი რუსთავში, 19 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდება. რაც შეეხება ფინალს, ჩემპიონი 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. “ჰიუნდაი” “ქუთაისს” 18 ნოემბერს უმასპინძლებს, ფინალური სერიის საპასუხო შეხვედრა კი 21 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.

gbf.ge

0.113332