ფეხბურთი

15:02 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sport: გიორგი ჩაკვეტაძემ "ბარსას" გამოცდა ჩააბარა

გიორგი ჩაკვეტაძემ „ბარსას“ გამოცდა ჩააბარა - ასეთი სათაურით აქვეყნებს წერილს კატალონური Sport-ი. როგორც ესპანური ვებგვერდი წერს, ანდორისა და საქართველოს მატჩში „ბარსელონას“ სკაუტების სამიზნე 19 წლის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე იყო.

ჩვენებურმა „ბლაუგრანას“ გამოცდა ჩააბარა და თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში.

„ბარსელონა“ ეძებს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს თავდასხმის ხაზის გასანახლებლად. ერთ-ერთი გიორგი ჩაკვეტაძეა. როგორც ვწერდით, ის საქართველოს ნაკრების ახალი ლიდერია. „ბარსა“ დაახლოებით ერთი წელია აკვირდება და ახლა საქმეში ნახეს. შემტევმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა“, - წერს კატალონური გამოცემა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ანდორასა და საქართველოს ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო ანგარიში მეცხრე წუთზე ჩაკვეტაძემ გახსნა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ბარსელონამდე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩვენებურს გერმანული გუნდები „დორტმუნდი“, „აინტრახტი“ და „ლევერკუზენი“ აკვირდებოდნენ.

0.111422