ფეხბურთი

13:23 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ესპანელებს ბოსნიასთან ვერ დაეხმარება

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი „ფურია როხას“ ბოსნიასთან 18 ნოემბერს გასამართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

რამოსმა ნაკრების ბანაკი, ერთა ლიგაზე ხორვატიასთან შეხვედრის შემდეგ (2:3), კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

ზაგრებში, ხორვატებთან მატჩში, რამოსმა ზუსტად დაარტყა პენალტი. ეს გოლი მე-100 აღმოჩნდა მის კარიერაში.

ასევე რამოსი პირველი მცველი გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116995