წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში როჯერ ფედერერი და კევინ ანდერსონი გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფედერერმა პირველი შეხვედრა კეი ნიშიკორისთან წააგო.
როჯერმა კევინ ანდერსონს 6:4, 6:3 მოუგო. შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. კევინს შვეიცარიელთან არანაირი შანსი არ ჰქონია.
ნახევარფინალში როჯერი ა ჯგუფის მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ხოლო ანდერსონი ა ჯგუფის პირველ ადგილზე გასულს, რომელიც, დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.
ა ჯგუფის ბოლო მესამე შეხვედრები დღეს გაიმართება. ჯოკოვიჩი ჩილიჩს დაუპირისპირდება, ისნერი - ზვერევს.
ა ჯგუფი:
1. | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 2 | 2 | 0 | 4:0 | 2 | |
2. | ალექსანდრ ზვერევი | 2 | 1 | 1 | 2:2 | 1 | |
3. | მარინ ჩილიჩი | 2 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
4. | ჯონ ისნერი | 2 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
ბ ჯგუფი:
1. | როჯერ ფედერერი | 3 | 2 | 1 | 4:2 | 2 | |
2. | კევინ ანდერსონი | 3 | 2 | 1 | 4:2 | 2 | |
3. | დომინიკ ტიმი | 3 | 1 | 2 | 2:4 | 1 | |
4. | კეი ნიშიკორი | 3 | 1 | 2 | 2:4 | 1 |