ფეხბურთი

10:18 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: „ხორვატიას გაუმართლა, წაგებას არ ვიმსახურებდით“

ერთა A ლიგის, მე-4 ჯგუფის, მე-4 ტურის მატჩში, ხორვატიასთან წაგების შემდეგ (2:3), ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ფურია როხა“ მარცხს არ იმსახურებდა.

„ორივე გუნდს უნდოდა მოგება და ორივე რისკავდა. მაგრამ ხორვატებს მეტად გაუმართლა. ჩვენ არ ვიმსახურებდით წაგებას, - უთხრა ესპანელმა სპეციალისტმა 24 Sata-ს, - ხანდახან ფეხბურთი ძალიან უსამართლოა ხოლმე რომელიმე მხარის მიმართ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა.

ყველაფერი გავაკეთეთ. ორჯერ გავათანაბრეთ ანგარიში. მაგრამ ხორვატებმა ყველა შანსი გამოიყენეს და გაიმარჯვეს. პირველი მატჩის შემდეგ, მათ გუშემატკივართა თვალში რეაბილიტირება სჭირდებოდათ.“

შეგახსენებთ, რომ ამავე ნაკრებთა წინა შეხვედრა, სექტემბერში, ესპანელების გამანადგურებელი (6:0) გამარჯვებით დამთავრდა.

ამ ჯგუფში ჩასატარებლი ერთი მატჩიღა დარჩა. 18 ნოემბერს, ინგლისი ხორვატიას უმასპინძლებს და თუ მოუგო, პლეი ოფშიც გავა. ჯერჯერობით პირველ ადგილზე ესპანეთია 6 ქულით, ინგლისელებს და ხორვატებს 4-4 ქულა მოუგროვდათ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113748