კალათბურთი

0:18 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და ჯენინგის “ბასკონია” მონტენეგროში დამარცხდა

ევროლიგის მე-7 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის “ბასკონიასთვის”. ესპანური გუნდი მონტენეგროში “ბუდუჩნოსტს” ესტუმრა და მეტოქესთან, რომელსაც დღევანდლამდე ექვსივე თამაში წაგებული ჰქონდა, 84:99 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ მოედანზე 27:38 წუთი გაატარა და 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაარღვიეს.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის ბასკონიელთა რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ ჯენინგს, მან 21:28 წუთში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 0 სამქულიანი), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
“ბუდუჩნოსტის” გამარჯვება მასპინძელთა საოცარმა ჩუბინობამ განაპირობა. მათ 34-დან 21 სამქულიანი (61.8%) გამოიყენეს, ყველაზე მეტად კი საფრანგეთის ნაკრების წევრი ედვინ ჯეკსონი გამოირჩა, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულას გამორჩა.
“ბასკონიას” შვიდ ტურში 2 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, სტუმრად იტალიურ “მილანთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118622