სხვა

23:32 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის ცნობით, კოსოვოს წარმომადგენლებს ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეეძლებათ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეს-სამსახურის ცნობით, კოსოვოს წარმომადგენლებს, რომლებიც ესპანეთში დანიშნულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას, შეეძლებათ გამოიყენონ თავიანთი დროშა, ჰიმნი და სხვა ეროვნული სიმბოლიკები.

კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლო იყო კოსოვოელი სპორტსმენებისთვის ესპანეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში განაცხადეს, რომ თუ კოსოვოელ სპორტსმენებს საკუთარი დროშით და ჰიმნით ასპარეზობის უფლებას არ მიეცემოდათ, კომიტეტი ყველა საერთაშორისო ფედერაციას მიმართავდა თხოვნით, თავი შეეკავებინათ ესპანეთში შეჯიბრებების ჩატარებისგან.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის მთავრობა არ აღიარებს კოსოვოს რესპუბლიკას, რომელმაც 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი IOC-ის წევრი 2014 წელს გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110949