კალათბურთი

17:31 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია მონტენეგროში რთულ მატჩს ელის

დღეს, თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” ევროლიგაში მორიგი მატჩი ელის. ესპანური გუნდი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაშია ჩასული და თბილისის დროით 22:00 საათიდან ადგილობრივ “ბუდუჩნოსტთან” დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის, 2 მოგებითა და 4 მარცხით, ბასკონიელები სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან, ევროლიგის ახალწვეულ “ბუდუჩნოსტს” კი ექვსივე თამაში წაგებული აქვს და აშკარა აუტსაიდერია. მიუხედავად ამისა, ქართველი კალათბურთელი რთული მატჩის მოლოდინშია.

“პირველივე წუთიდან მობილიზებულნი უნდა ვიყოთ და 40 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე გავისარჯოთ. მათ ყველა შეხვედრა წააგეს, თუმცა, რამდენიმე მათგანში ბოლო წუთებამდე ბრძოლა იყო, ამდენად, პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ. სეზონი ახალი დაწყებულია და წინ არაერთი შეხვედრა გველის, თუმცა, ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს. თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და მოედანზე ის ვაკეთოთ, რაც კარგად ვიცით”.

Loading...
0.166375