ფეხბურთი

17:05 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გენტმა" "ბარსელონას" ინტერესი დაადასტურა

კატალონიის „ბარსელონა“ ანდორასთან მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს რომ დააკვირდება, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ ესპანურმა გამოცემებმა გაავრცელეს. ახლა კი, ყველაფერი „გენტმა“ დაადასტურა.

ბელგიური გუნდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც იმ ფეხბურთელთა შესახებ გვამცნობს, რომლებიც სანაკრებო მატჩებს ჩაატარებენ ერთა ლიგაზე. „გენტის“ ტვიტერზე ვკითხულობთ:

„ბარსელონას“ სკაუტები ანდორასთან მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს რომ დააკვირდებიან, უკვე ვიცოდით“, - წერს „გენტი“ და იქვე, საერთაშორისო მატჩებში მონაწილე სხვა ფეხბურთელთა ჩამონათვალს გვთავაზობს...

შეგახსენებთ, გუშინ კატალონურმა გამოცემა Sport-მა გაავრცელა ცნობა, რომ „ბარსელონა“ ჩაკვეტაძეს აკვირდება. წყაროს ინფორმაციით, დღეს ანდორისა და საქართველოს ნაკრების შეხვედრას „ბლაუგრანას“ სკაუტები დაესწრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116779