ფეხბურთი

9:52 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: „სეზონის ბოლომდე მხოლოდ „ჩელსიზე“ ვფიქრობ“

ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდიდან წასვლა-არწასვლის შესახებ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

„ახლა მხოლოდ „ჩელსიზე ვფიქრობ. სეზონი კიდევ 7 თუ 8 თვე გაგრძელდება და მისი დამთვრების შემდეგ გადავწყვეტ, რა იქნება მომავალში.

ჩვენს მწვრთნელ მაურიციო სარის ისეთივე საფეხბურთო ფილოსოფია აქვს, როგორიც მე. ის უპირატესობას ყოველთვის ბურთთან მუშაობას ანიჭებს. დღეს რომ „ნაპოლი“ წარმატებულად თამაშობს, დიდწილად მისი დამსახურებაა. ახლა ასეთ სტილს „ჩელსიც“ ითვისებს. გუნდში ყველა კმაყოფილია შექმნილი ვითარებით.“ - უთხრა აზარმა Sporza-ს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტები ბელგიელ გენიოსს მალე მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

0.113553