ფეხბურთი

9:04 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერიმ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ თანამემამულე ჟურნალისტ პატრიკ გიიუს ბოდიში მოუხადა, ბუნდესლიგის მე-11 ტურში, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის შემდეგ (2:3) მომხდარი ინციდენტის გამო.

Bild-ის ცნობით, გუშინ ჟურნალისტი მიუნხენური კლუბის ოფისში მივიდა, სადაც რიბერიმ მას ბოდიში მოუხადა. ამის შემდეგ გიიუმ განაცხადა, რომ ინციდენტი ამოწურულია და სასამართლოს აღარ მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ, რიბერი ჟურნალისტს საკლუბო ავტობუსთან შეხვდა, სადაც მათ შორის ემოციური საუბარი გაიმართა. შედეგად, რიბერიმ ჟურნალისტს სამჯერ შემოსცხო და გულმკერდის არეშიც უთავაზა მუშტი. მიზეზი კი ის ყოფილა, რომ გიიუს რიბერი სამიდან ორ გაშვებულ გოლში დაუდანაშაულებია.

გამოცემა ამტკიცებს, რომ რიბერი და გიიუ დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11619