სხვა

21:14 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებს: “ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს”

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ფეისბუქის გვერდის საშუალებით ქომაგებისადმი მორიგი მიმართვა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამედ მოგება მოახერხა. ამავდროულად, ის მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონიც გახლავთ.

“ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო,
მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის.
თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე.
სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.
სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.
შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია.
მე ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს.
თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.
ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114115