ფეხბურთი

20:23 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ხამესი გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ტრავმირებულია. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, კოლუმბიელმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ხამესის რეაბილიტაციის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონში 11 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116956