ჭიდაობა

14:55 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩხარტიშვილი მსოფლიო პირველობას გამოეთიშა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დათო ჩხარტიშვილი (60 კგ.) მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე ჩხარტიშვილი ბრძოლაში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც იტალიელ ჯაკოპო სანდრონის 9:2 სძლია.
დათომ მერვედფინალში ლიტველი იუსტას პეტრავიჩიუსი 12:1 დაამარცხა, მეოთხედფინალი კი მომავალ ფინალისტ – აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან 4:5 წააგო. ამგვარად, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უზბეკ ისლომჯონ ბახრამოვთან სუფთად დამარცხდა.
ამგვარად, საღამოს სესიაში მედლებისთვის საქართველოს ნაკრების 3 წევრი იბრძოლებს: რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) ფინალში არიან გასულნი, ხოლო გიორგი მელია (97 კგ.) ბრინჯაოს მოპოვებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119198