სხვა

17:00 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძალოსანთა სალიცენზიო ქულები

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დასრულებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის კვალად, ტოკიოს 2020 ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგის ქულები გამოაქვეყნა.

სასიხარულოა, რომ ჯამურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილს საქართველოს ნაკრების ლიდერი, პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იმყოფება. მის აქტივში 474 ქულაა და უახლოეს მდევარ ირანელ სოჰრაბ მორადის 58 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155549