ფეხბურთი

15:07 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუნის გამოსათხოვარი მატჩიდან მოგროვილი თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯება

ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ შემტევი, უეინ რუნი, სიხარულს ვერ ფარავს ინგლისის ნაკრებში თავის გამოსათხოვარ მატჩთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ „სამი ლომის“ ოდინდელი კაპიტანი, ინგლისის ეროვნული გუნდის მაისურას ბოლოჯერ 15 ნოემბერს „უემბლიზე,“ აშშ-სთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგებს. ეს მისი 120-ე მატჩი იქნება ნაკრებში.

„დიდი პატივია ჩემთვის ასეთი საშუალება რომ მეძლევა, - უთხრა რუნიმ AFP-ს, - უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება, რადგან მთელი შემოსავალი ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ.

თანაც, კარგი მომენტია ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებთან შესახვედრად.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში გვერდში მედგნენ.“ - დასძენს რუნი.

0.113262