ფეხბურთი

11:21 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „არ მინდა ვინმეს ასლი ვიყო“

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ჭაბუკმა შემტევმა, კილიან მბაპემ, ჟურნალისტებს საკუთარი ცხოვრებისეული ხედვების შესახებ მოუთხრო.

„ყველა დიდ სპორტსმენს საკუთარი ხელწერა აქვს. მეც მინდა ისტორია დავწერო და არა რომელიმეს ასლი ვიყო, - უთხრა მბაპემ RTS-ს, - ვფიქრობ, ადამიანს თავისი შესაძლებლობების აღქმა რეალურად უნდა შეეძლოს და თავი საკადრისად შეაფასოს, თუნდაც ყოველდღიურობაში ჩვეულებრივ ადამიანად რჩებოდეს. უბრალოება მთავარია ადამიანში.

მდიდარ ოჯახში არ გავზრდილვარ. ამიტომ, ჩემთვის ასეთი ზღაპრული ხელფასი ცოტა უხერხულიცაა. მაგრამ, რას ვიზამთ, ასეთია საფეხბურთო ბაზარი და რევოლუციის მოწყობას არც მე ვაპირებ.

სისტემის ნაწილი ვარ. პატივს უნდა სცემდე მას და შენადვე რჩებოდე.“ - დასძენს მბაპე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116781