ფეხბურთი

10:50 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენს“ ფიფა შემოსწრყა

ფიფას წესების დარღვევის გამო, პსჟ-ს, შესაძლოა, არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერები აუკრძალონ. ამის შესახებ ესპანური AS წერს, Football Leaks-ზე დაყრდნობით.

საქმე ის არის, რომ 2015 წელს პარიზულ კლუბს წესების დარღვევით გადაუბირებია „ბარსელონას“ 12 წლის ფეხბურთელი, კაის რუისი. ასეთ ახალგაზრდა მოთამაშეებს კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ ოჯახური მდგომარეობის გამო შეუძლიათ. პსჟ-მ კი შესაძლოა, ყმაწვილის მამას ფიქტიური სამსახური შესთავაზა. ასევე რუისისთვის 400 ათასევროიანი ბონუსიც გადაუხდიათ.

თუ ეს ამბავი დამტკიცდა, შესაძლოა, პსჟ-ს ახალი უწლოვანი მოთამაშეების ტრანსფერები აუკრძალონ.

დღევანდელი ინფორმაციით, 16 წლის რუისმა, პარიზულ კლუბთან თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100132