ავტოსპორტი

4:02 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის ძრავს გაფუჭებამდე „ცოტა აკლდა“

„მერსედესის“ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლისას, ლუის ჰამილტონის მანქანაზე ძრავი პრაქტიკულად, მწყობრიდან იყო გამოსული.

ჰამილტონმა რბოლისას რადიოთი რამდენჯერმე დაიჩივლა, რომ ძალურ დანადგარს პრობლემები ჰქონდა. ვოლფმა გუნდის ძრავების პერსონალს სთხოვა, რამე ეღონათ, რათა ჰამილტონს რბოლის დასრულების საშუალება მისცემოდა.

„დღეს საშინელი რბოლა გვქონდა, მაგრამ ის საუკეთესო შედეგით დასრულდა. ლუისმა მოიგო და ჩვენ კონსტრუტორთა ჩემპიონები გავხდით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შუა რბოლისას ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ: ლუისის მანქანაზე ძალური დანადგარის დაზიანება გარდაუვალია. მაგრამ ბიჭებმა სწრაფად მოაგვარეს პრობლემა. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ უნდა მოაგვარო პროგრამული პრობლემა, რომელსაც რბოლის დასრულება შეუძლია. მოკლედ, ფინიშამდე ეს რბოლა ნამდვილი კოშმარი იყო“, - ყვება ვოლფი და დასძენს, რომ ძრავის დაზიანებამდე ალბათ ერთი წრეღა იყო დარჩენილი.

„ჩვენი რადიოს სისტემის ერთ-ერთ არხზე გავიგე, რომ ლუის ჰამილტონის ძალური დანადგარის გაჩერება გარდაუვალია. ის ალბათ შემდეგ წრეზე გაჩერდებაო. და მაშინ ვიკითხე - მაპატიეთ, რა? მათ მიპასუხეს, რომ სერიოზული პრობლემა წარმოიქმნა და ძრავი მომდევნო წრეზე გაჩერდებოდა. მათ მითხრეს, რომ გამოსაბოლქვი სისტემა არ მუშაობდა, ტემპერატურული ზღვარი დარღვეული იყო. მაგრამ ბიჭებმა შეძლეს ამის მოგვარება, ტემპერატურა ათასზე დაბლა ჩამოვიდა. ეს ისევ მეტისმეტად მაღალია. მაგრამ მან კიდევ ერთი წრის გავლა შეძლო. ეს ნამდვილ კოშმარს ჰგავდა“.

0.112117