ფეხბურთი

21:49 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი "რეალში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება

მადრიდის „რეალს“ სეზონის ბოლომდე სანტიაგო სოლარი გაწვრთნის. ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მიმდინარე კვირაში დადასტურდება.

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები სოლარის მუშაობით კმაყოფილნი არიან და ნდობას უცხადებენ. გარდა ამისა, მზადაა კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდეც, თუმცა, საწყის ეტაპზე არგენტინელი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.

შეგახსენებთ, სოლარიმ „რეალი“ ორი კვირის წინ ჩაიბარა და მადრიდელებმა ამ დროის განმავლობაში ოთხივე ჩატარებული მატჩი მოიგეს.

0.119056