ფეხბურთი

16:53 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერიმ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მიუნხენის „ბაიერნში“ იდეალური მდგომარეობა არაა. ეს ცალკეულ ფეხბუთელებზეც ითქმის. კერძოდ, ფრანკ რიბერიზე, რომელიც სკანდალში გაეხვა. Bild-ის ინფორმაციით, ფრანგმა თანამემამულე ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა იტყობინება, „დორტმუნდთან“ (2:3) მარცხის შემდეგ რიბერის Bein Sport-ის ფრანგ ჟურნალისტ პატრიკ გიიუსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდგომაც საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ხელითაც შეეხო.

ინფორმაცია დაადასტურა „ბაიერნის“ წარმომადგენელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შეხვედრა მოუწყო და შეარიგა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ 11 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს“ 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100886