ჩოგბურთი

13:50 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთმა ფედერაციის თასი მოიგო

წლევანდელი ფედერაციის თასი ჩეხი გოგონების ტრიუმფით დასრულდა. ჩეხებმა ფედერაციის თასი ბოლო 8 წელიწადში ექვსჯერ და ჯამში მეთერთმეტედ მოიგეს.

ევროპელებმა ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 3:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ჩეხებს გუნდის ორი ლიდერი პეტრა კვიტოვა და კაროლინა პლისკოვა არ ჰყავდათ. თავის მხრივ არც ამერიკელებს ჰყოლიათ დები უილიამსებიდან რომელიმე.

ორი შეხვედრა კატერინა სინიაკოვამ მოიგო და ერთი ბარბორა სტრიცოვამ. სინიაკოვას ნაკრებში დებიუტი გასულ წელს ჰქონდა.

ფედერეციის თასი ყველაზე მეტჯერ 18-ჯერ ამერიკის შეერთეულ შტატებს აქვთ მოგებული. 11 გამარჯვებით მეორე ადგილზე ჩეხეთია. მესამე ადგილს 7 მოგებით ავსტრალია იკავებს.

2010 წლის შემდეგ ჩეხმა გოგოებმა მხოლოდ 2013 და 2017 წლებში ვერ მოახერხეს ფედერაციის თასის მოგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.550505