თამაშგარე

13:00 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოტოსპორტით გატაცებული ესპანელი მოდელი

წარმოშობით ესპანელი მოდელი დანია ესტრადა მთელს მსოფლიოში მოტოსპორტის ერთ-ერთ მთავარ ქომაგად და სახედ ითვლება. მოტოციკლების მწარმოებელი ფირმები კი ახალ “ბაიკს“ ისე არ გამოამზეურებენ, ჯერ დანიას რომ არ აცნობონ და აღმუვლებულ რკინის “ურჩხულთან“ არ აპოზიორონ.

დანია ესტრადა ბულავრული ჟურნალების ყდების ხშირი სტუმარიცაა და რა გასაკვირია, რომ იქაც მისი დიდებული მკერდ-ტან-ბარძაყნი ხშირად მოტოციკლების ფონზე ზიმზიმებს ხოლმე. ამასწონათ კი თავადაც მიიღო მონაწილეობა მოყვარულ მოტომრბოლელთა საჩვენებელ შოუში და როგორც სპორტის ამ სახეობის მოყვარულნი ამბობენ, არცთუ ცუდად გამოსულა.

რაც შეეხება საკუთრივ სამოდელო საქმეს, დანია ესტრადა უბრალოდ ვერ იცლის საპოდიუმედ და მისი დროის აბსოლუტური ნაწილი მოტოსპორტს ეძღვნება. სწორედ ამიტომაც, მას სხვადასხვა ნიფხავ-პერანგის მწარმოებელ ფირმებთან კონტრაქტი არასოდეს დაუდია და აშკარაა, რომ არც აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122033