სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:20 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლასის ხარჯზე...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს XII ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა. „სან სიროს“ „იუვენტუსი“ ეწვია, რომელმაც მორიგი გამარჯვება მშვიდად, დამსახურებულად მოიპოვა.

„იუვე“ ლომბარდიის დედაქალაქს ფავორიტის სტატუსით ეწვია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამშობლოში კონკურენტი არ მოეძებნება. „მილანსაც“ ამოძრავებდა თავისი მიზნები, ოთხეულში სურდა ადგილის შენარჩუნება. გონსალო იგუაინს შურისძიება სწყუროდა, მაგრამ ვერცერთმა მიაღწია.

„როსონერის“ თამაშის წინ საკადრო პრობლემები ჰქონდა, ხოლო „იუვეს“ ფედერიკო ბერნარდესკი და დუგლას კოშტა დაუბრუნდნენ. თუმცა, ორივე თადარიგში დარჩა. ისევე, როგორც ლეონარდო ბონუჩი, რომელსაც პუბლიკა ობსტრუქციით შეხვდა. როგორც ალეგრიმ თქვა, ლეონარდო დაასვენა და მეტი არაფერი. დაეთანხმა შეგირდიც.

ალეგრიმ ისიც თქვა ნამატჩევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ ეს იყო სწორი პასუხი. ჯენარო გატუზომ კი, ალიბი არ მაქვს, „იუვე“ ძალიან ძლერიაო. ამასთან, იგუაინის თავის კონტროლისკენ მოუწოდა.

საქმე ისაა, რომ 87-ე წუთზე „პიპიტამ“ მსაჯთან კამათის გამო ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ძალიან გაცხარდა. მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ყოფილი თანაგუნდელი დაიცვა და თქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს, უნდა გავუგოთ, გაბრაზდაო...

თამაში - „იუვენტუსმა“ სწრაფად მოახერხა დაწინაურება. მარიო მანჯუკიჩმა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გოლით აღნიშნა. წერტილი 81-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დასვა, რომელმაც „სან სიროზე“ სადებიუტო გოლი შეაგდო. „მილანი“? – „მილანს“ ერთხელ მიეცა რეალური შანსი: პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც მეჰდი ბენატიას ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა. ბურთთან იგუაინი მივიდა, მაგრამ ვერ ივარგა. შჩესნიმ აუღო და ძელიც დაეხმარა. სხვათა შორის, სანამ არგენტინელი დაარტყამდა, პოლონელ მეკარეს რჩევა რონალდუმ მისცა. როგორც ვოიცეხმა მას დაუჯერა, რადგან ეპიზოდის დასრულების შემდეგ თანაგუნდელს კრიშტიანუმ ტაშიც დაუკრა...

„იუვენტუსს“ 34 ქულა აქვს 12 ტურში - ასეთი შედეგი სერია A-ს ისტორიაში აქამდე არავის ჰქონია. „მილანი“ კი მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა.

სხვა მატჩები - მილანის „ინტერმა“ წარმატებული სერია შეწყვიტა. ბერგამოში, „ატალანტამ“ ძალიან დაჯაბნა მეტოქე და 4:1 გაანადგურა. პირველ ტაიმში მასპინძლებს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ და რომ არა, სამირ ჰანდანოვიჩი, ანგარიში გამანადგურებელი ანტრაქტამდე იქნებოდა. მეორე ნახევარის დასაწყისშივე „ინტერმა“ გაათანაბრა, მაგრამ მერე ისევ ჯამპიერო გასპერინის გუნდმა იგდო თამაშს სადავეები ხელთ და გამარჯვება არ გასჭირვებია. ერთი სიამოვნება იყო პაპუ გომესის გოლი მილანელთა კარში...

მოიგო „რომამ“, რომელმაც გენუის „სამპდორიას“ აჯობა და ხასიათი გამოიკეთა. „ჯალოროსიმ“ ზღვისპირელები აშკარად დაჯაბნა და დამსახურებულად მოუგო (4:1). ვერ მოიგო მეორე რომაულმა გუნდმა, „ლაციომ“, რომელმაც სეზონში პირველი ფრე ითამაშა. ეს „სასუოლოსთან“ მოხდა.

ასევე ფრე ითამაშა „კიევომ“, რომელმაც როგორც იქნა, დაკლებული სამი ქულა გაანულა და ახლა 0 ქულით უიმედო აუტსაიდერია... ჯამპიერო ვენტურამ კი პოსტი საკუთარი ნება-სურვილით უკვე დატოვა.

„მილანი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 80 000

„მილანი“ (4-4-2): დონარუმა; აბატე (ბორინი 74), ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; სუსო, კესიე, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ (ლაქსალტი 74); იგუაინი, კასტილიეხო (კუტრონე 62)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ხედირა 74), მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 79), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (8), 0:2 რონალდუ (81)

გაფრთხილება: ბაკაიოკო (61), იგუაინი (83), ბორინი (87) - ბენატია (34)

გაძევება: იგუაინი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 12 (8) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

„ატალანტა“ – „ინტერი“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰატებური (8), 1:1 იკარდი (47, პენ), 2:1 მანჩინი (62), 3:1 ჯიმშიტი (88), 4:1 გომესი (90)

„კიევო“ – „ბოლონია“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 სანტადერი (3), 1:1 მეჯორინი (20, პენ), 2:1 ობი (45), 2:2 ორსოლინი (56)

„რომა“ – „სამპდორია“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟუან ჟესუსი (19), 2:0 შიკი (59), 3:0 ელ შაარავი (72), 3:1 დეფრელი (89), 4:1 ელ შაარავი (90)

„ემპოლი“ – „უდინეზე“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ზაიჩი (41), 2:0 კაპუტო (51), 2:1 პუსეტო (81)

„სასუოლო“ – „ლაციო“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 პაროლო (7), 1:1 ფერარი (15)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112841
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X