ფეხბურთი

16:55 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პატო შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მილანმა" შესაძლოა "ტიანცზინ ციუანციანის" თავდამსხმელი ალეშანდრე პატო დაიმატოს. როგორც Calciomercato იუწყება, იმ შემთხვევაში თუ "როსონერი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარწმუნებას ვერ შეძლებს და ტრანსფერი ჩაიშლება, იტალიური კლუბი ბრაზილიელზე გადაერთვება.

ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა პატოს "მილანში" დაბრუნება, იმ გუნდში, სადაც ექვსი სეზონი გაატარა და 150 მატჩში 63 გოლი გაიტანა. ამჟამად, სამხრეთამერიკელს ჩინურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის დეკემბრამდე აქვს გაფორმებული. პატომ მიმდინარე წელს 32 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128874