ფეხბურთი

1:39 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: ორი გაძევება და ქუდბედიანი გოდინი

არაერთგვაროვანი გამოდგა ესპანური პრიმერას მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღე. „ეიბარმა“ და „ხეტაფემ“ თვისი მატჩები კაცნაკლულებმა დაამთავრეს.

„ატლეტიკოს“ მატჩები კი იშვიათად გამოდის ხოლმე სანახაობრივი. მაგრამ, ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იყო. „მეტროპოლიტანოზე“ შეკრებილმა 60 ათასამდე მაყურებელმა შესანიშნავი და დრამატული სანახაობა იხილა. მასპინძლები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც იძალეს. გამარჯვებისა 32 წლის ურუგვაელმა დიეგო გოდინმა 91-ე წუთზე გაიტანა თავურით, ჯარიმას მოყოლილი მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ.

მთავარი ამბები პრიმერაში კვირას მოხდება: „ბარსელონა“ „ბეტისს“ უმასპინძლებს, „რეალი“ „სელტას“ ეწვევა. საინტერსო იქნება მე-3-4 ადგილოსნების ჯახიც - „სევილია“ თავის „სანჩეს პისხუანზე“ „ესპანიოლს“ დაუხვდება.

ესპანეთი

პრიმერა. მე-12 ტური. 10 ნოემბერი

ატლეტიკო (მადრიდი) - ატლეტიკი (ბილბაო) 3:2

მადრიდი. „მეტროპოლიტანო.“ 59 321

0:1 უილიამსი (36), 1:1 პარტი (61), 1:2 უილიამსი (64), 2:2 ერნანდესი (80), 3:2 გოდინი (90+1)

ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი, გოდინი, არიასი, მონტერო (მარტინში 56), საული, პარტი, ერნანდესი, დიეგო კოშტა (ვიტოლო 46), გრიზმანი, კორეა (კალინიჩი 63)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ატლეტიკი: ერერინი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, იერაიმ მარტინესი, ნუნიესი, სუსაეტა (კაპა 88), სან ხოსე, ბენიატი (ნოლასკოაინი 67), მუნიაინი, უილიამსი (გარსია 76)

მწვრთნელი: მანუელ ბერიზო

მსაჯი: ხოსე სანჩესი

გაფრთხილება: დიეგო კოშტა (38), ვიტოლო (66), კალინიჩი (66), ადანი (66, მოედანს გარეთ); ბენიატი (49), სან ხოსე (82), დე მარკოსი (86), მარტინესი (90+5)

ვალიადოლოდი - ეიბარი 0:0

გაძევება: არბილა (ეიბარი, 72, ორი ყვითელი)

ხეტაფე - ვალენსია 0:1

0:1 პარეხო (81, პენალტი)

გაძევება: გონსალესი (ხეტაფე, 79, ორი ყვითელი)

ჟირონა - ლეგანესი 0:0

0.151374