სხვა

0:39 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: "განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს"

აწ უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მორიგი გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველმა რეკორდსმენმა საზოგადოებას ფეისბუქგვერდის მეშვეობით მიმართა:

საღამოშვიდობის. ჩაიარა კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონატმა. ზედიზედ მესამედ მოვახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით გამახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა და მჯერა, რომ არა ტრავმა, ის კვლავ შეძლებდა ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ექიმს, ფედერაციას, სპონსორებს და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო. მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ.
შევეცდები სამომავლოდაც გაგახაროთ", - დაწერა სოციალურ ქსელში ტალახაძემ.

შეგახსენებთ, 25 წლის ძალოსანმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (+109 კგ). გარდა ამისა, აკვრაში, სადაც 245, 252 და 257-კილოგრამიანი შტანგა დასძლია და მსოფლიოს 3 რეკორდის მფლობელიც გახდა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113118