ფეხბურთი

17:32 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და "იუვე", საკი და ლიპი

ხვალ იტალიის სერია A-ში გამორჩეული მატჩია. „მილანი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს და დიდი ყურადღების ქვეშაა. იტალიელ ჟურნალისტებს გამოცდილი სპეციალისტების აზრი ძალიან აინტერესებთ, ისინიც უარს არ ამბობენ.

ამჯერად, Gazzetta Dello Sport-თან „მილანისა“ და „იუვეს“ ლეგენდარულ მწვრთნელებმა არიგო საკიმ და მარჩელო ლიპიმ ისაუბრეს.

ლიპი ტურინელთა გამარჯვებაში დარწმუნებულია, ხოლო საკი მიიჩნევს, რომ გამორიცხული არაფერია:

„მილანში“ ბევრი ტრავმირებულია და მთავარ შეხვედრას პრობლემებით ხვდება. თამაშის ორგანიზაცია, გამძლეობა, ბურთით სწრაფად მოძრაობა და აგრესიულობა - „მილანი“ მხოლოდ ასე თუ მოახერხებს გამარჯვებას. შედეგი? ფეხბურთი ცხოვრებას გავს, არავინ იცის, რა მოხდება“, - განაცხადა საკიმ.

„მილანისთვის“ რთული თამაში იქნება, რადგან „იუვე“ „მანჩესტერთან“ ასეთი მარცხის შემდეგ ძალიან გაბრაზებულია. ვფიქრობ, „იუვენტუსი“ მოიგებს. „სან სირო“ „იუვეს“ მეორე სახლია და ამ სტადიონზე არაერთი დაუვიწყარი მატჩები ჩაუტარებია, როგორც „მილანის“, ისე „ინტერის“ წინააღმდეგ. მახსოვს, 1997 წელს აქ 6:1 გავიმარჯვეთ“, - აღნიშნა ლიპიმ.

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 ნოემბერს, 23:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127236