ფეხბურთი

16:19 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე - ფეხბურთელი დიდი ნიჭით
ქათველი მესის, ნეიმარსა და დე ბრუინს შეადარეს

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს საუკეთესო სეზონი აქვს. ქართველი ფეხბურთელის თამაში ყურადღების გარეშე უცხოურ გამოცემებსაც არ დაუტოვებიათ.

GoalPoint.it-ი 19 წლის ჩვენებურზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

ჩ-ა-კ-ვ-ე-ტ-ა-ძ-ე, გიორგი ჩაკვეტაძე. მისი სახელი ადვილი გამოსათქმელი არაა, მაგრამ მომდევნო წლებში მისი ხსენება ხშირად მოგვიწევს. ის მხოლოდ 19 წლისაა. დაიბადა 1999 წლის აგვისტოში და ბელგიის ჩემპიონატში თამაშობს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებისთვის ნაყოფიერი ნიადაგია. ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და ახლა საუკეთესო სეზონი აქვს. უკვე ითამაშა 1000 წუთი იუპილერ ლიგაში (უფრო მეტი, ვიდრე შარშან) და 5 შეხვედრა საქართველოს ნაკრებში. ძალიან ახალგაზრდაა და პირველი სერიოზული სეზონია მისთვის. მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბელგიელებთან გაფორმებული კონტრაქტი 2020 წლამდე დიდხანს ძალაში შესაძლოა არ დარჩეს.

შემტევი ნახევარმცველია და ძირითადად მარცხენა ფლანგზე მოქმედებს. ის ნამდვილი „შვეიცარიული არმიის დანაა“, რომელსაც აქვს ყველაფერი, რომ გუნდს მომენტების შექმნაში დაეხმაროს. შემტევ ნახევარმცველს საგოლე მომეტების შექმნა არ უჭირს. 90 წუთში 1.7 სახიფათო შესვლას აკეთებს, როდესაც გოლის გატანა შესაძლებელია, ხოლო 0.5-ჯერ თავად შეუძლია გაიტანოს. ეს ამ ასაკში ნეიმარის, მესისა და დე ბრუინის მსგავსი მაჩვენებელია. გარდა ამისა, მეტოქის მესამედზე მისი პასების 77% ზუსტია.

ჩაკვეტაძე ძალიან მოქნილი და ტექნიკურია მიუხედავად იმისა, რომ 183 სმ სიმაღლისაა, მარტივად აკეთებს აჩქარებას, 90 წუთში 2.2 დრიბლინგი სწორედ ამის მაჩვენებელია. შვიდი გოლი აქვს გატანილი, ოთხი „გენტში“, სამი - საქართველოს ნაკრებში. ეს არაა გასაკვირი, ვინც მის თამაშს თვალს ადევნებს. 2.1 დარტყმას ასრულებს საშუალოდ თამაშში და 1.2-ჯერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. გიორგი ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებს და სიღრმეში იწევს. უნდა ვახსენოთ, რომ პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა ერთა ლიგის ისტორიაში.

ჯერჯერობით მისი მინუსი დაცვაში ეფექტური თამაშია. მხოლდო 0.3 პასის ბლოკირება, 0.5 ჩაჭრა და 1.5 ართმევა, დაბალი მაჩვენებელია. ეს შეიძლება გახდეს დაბრკოლება დიდ გუნდში გადასვლის შესახებ, რადგან გრანდები დაცვაში თამაშის თვისებებსა და პრესინგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ 19 წლისაა და ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.

მაღალ დონეზე პირველ სეზონს ატარებს და არანორმალური პოტენციალი გააჩნია. ყველაფერი გააჩნია, რომ თავის გუნდსა და ნაკრებს დაეხმაროს წარმატებაში, რაც უკვე გამოჩნდა ერთა ლიგის გათამაშებაში. ის უკვე იმდენად ცნობილია, რომ მისი სახელის დამახსოვრება აღარ უნდა გაგვიჭირდეს“, - წერს პორტუგალიური გამოცემა.

0.146601