ფეხბურთი

13:53 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" მუსაკიოც გამოაკლდა

იტალიურ „მილანში“ საკადრო პრობლემებია. „როსონერის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა, ამჯერად მატეო მუსაკიო. როგორც ლომბარდიელთა ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელი 6-8 კვირის განმავლობაში იუქმებს.

მუსაკიომ ტრავმა ევროპა ლიგის შეხვედრაში „ბეტისის“ წინააღმდეგ მიიღო, როდესაც თანაგუნდელი ფრანკ კესიე დაეჯახა.

აქვე გეტყვით, რომ „მილანს“ 3 თვე ვერ დაეხმარება კიდევ ერთი ცენტრალური მცველი მატია კალდარა, ხოლო ლუკას ბილია მოედანზე გასვლას 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110018