თამაშგარე

17:59 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა “ნაპოლისთვის“სხვა ქალებსაც გაახდევინებს

სადაც იტალიური საფეხბურთო კლუბი “ნაპოლია“, იქვე ახლომახლოსაა წარმოშობით ნეაპოლელი მოდელი, მარიკა ფრუშო, რომელმაც სახელი უკვე დედამიწის კიდით-კიდემდე გაითქვა და ახლა ეს მკერდგრანდიოზული ქალბატონი ამ კლუბის არამხოლოდ თილისმა, არამედ ერთგვარი სახეცაა.

როგორც იცით, ნეაპოლიტანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად საკმაოდ რთულ ჯგუფში იბრძვის და ყველა მოპოვებულ თუ დაკარგულ ქულას ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, მარიკა ფრუშომ გადაწყვიტა საყვარელი კლუბისათვის გამხნევების მორიგი ფორმა მოიფიქროს.

თუკი აქამდე გამარჯვევების შემდეგ, ქალბატონი ფრუშო ნაპოლის “სან პაოლოს“ ტრიბუნებზე საკუთარ საოცარ მკერდს იშიშვლებდა, ახლა განაცხადა, რომ თუკი “ნაპოლი“ ჯგუფური ეტაპის ბარიერს დაძლევს, მის კოლეგებსაც ტრიბუნებზე დასვამს და მათაც საჯაროდ ატიტლიკანებს, რაც ფეხბურთელებისა არ ვიცით და სამხრეთელი მამრი ქომაგებისთვის კი ნამდვილად დიდი ბედნიერება იქნება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171591