ფეხბურთი

22:10 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ VAR-ის სისტემა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოიყენოს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში VAR-ის სისტემის გამოყენებაზე ფიქრობს. როგორც BBC-ი იუწყება, ვიდეორეფერის სისტემა უეფამ შესაძლოა პლეი-ოფის ეტაპიდან დაუშვას.

სექტემბერში უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ VAR-ის ჩემპიონთა ლიგაზე 2019/20 წლების სეზონიდან დაუშვებს. დაჩქარებული პროცესი კი მსაჯების უხეში შეცდომების შედეგია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა "შახტართან" შეხვედრაში საჯარიმოში მიწას ფეხი წამოარტყა და წაიქცა, უნგრელმა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ კი პენალტი დანიშნა.

ვიდეორეფერის სისტემა მსოფლიოს ჩემპიონატზე დადებითად შეაფასეს და მსაჯების უხეში შეცდომების გამო უეფას აღმასრულებელი კომიტეტი დეკემბერში მორიგ სხდომაზე აღნიშნულ თემაზე იმსჯელებს. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი 2019 წლის თებერვალში დაიწყება და შესაძლოა უეფამ VAR-ის სისტემა მერვედფინალებიდან გამოიყენოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122527