ფეხბურთი

11:27 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: „წასაგები, ჯობს ახლა წავაგოთ“

„იუვენტუსის“ მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ წამიერი კონცენტრაციის დაკარგვა, მის გუნდს ძვირად დაუჯდა.

„მიმდინარე ტურნირის ბოლომდე გავლა გვსურს და ამისათვის, მსგავსი შეცდომები კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ასეთი შეუთანხმებლობა დაცვაში რამდენიმე მატჩში გამეორდა - წამიერი კონცენტრაციის დაკარგვა ძვირად დაგვიჯდა. იმედია, მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება.

არადა, მთლიანად ვაკონტროლებდით სიტუაციას. ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ და დაგვავიწდა, რომ „მანჩესტერი“ შეიძლება ძლიან სახიფათო იყოს.

ისე, წასაგები ჯობს ახლა წავაგოთ.“ - უთხრა კიელინიმ Sky Sport Italia-ს.

0.114461