ფეხბურთი

10:21 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატა: „იუვენტუსთან“ მოგება თავდაჯერებას შეგვმატებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ხუან მატამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის, „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „იუვენტუსის“ მაგვარ ძლიერ გუნდთან გამარჯვება „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

„ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ სიტუაციას „იუვენტუსი“ აკონტროლებდა, მეტის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.

რონალდუს ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა. მას ყოველთვის შეუძლია მეტოქის სხვადასხვა ხერხებით დასჯა. ასეთ ძლიერ გუნდთან გამარჯვება კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავდაჯერებას შემატებს.“ - ციტირებს ესპანელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ პირველი საპასუხო გოლი იტალიელებს, 86-ე წუთზე, სწორედ მატამ გაუტანა.

ახლა H ჯგუფს 9 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს, შვიდქულიანი „მანჩესტერი“ მეორე ადგილზეა, მესამეზე მდგომ „ვალენსიას“ 5 ქულა აქვს, „იანგ ბოიზს“ – 1.

0.130673