ფეხბურთი

22:30 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშია: "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არაა"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია ჩემპიონთა ლიგაზე „რკინიგზელების“ ასპარეზობას აფასებს. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, რუსეთის ჩემპიონი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის მზად არ აღმოჩნდა.

„რუსეთის ჩემპიონი ხდები და თითქოს ყველაფერი კარგადაა... თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ გამოდის. „ლოკომოტივი“ არ აღმოჩნდა მზად ამ ტურნირზე სათამაშოდ. ჩემპიონთა ლიგას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, სხვა აურაა. ეს ყველაფერი სიომინმა კარგად იცის, იცის როგორ მოამზადოს გუნდი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. თუმცა არ ვიცი ახლა რა მოხდა. „პორტუსთან“ თამაშს მეგობრებთან ერთად ვუყურე და თამაშის ხარისხი არ მომეწონა. გილერმემ ორი გოლი ფეხებს შორის გაუშვა, არ შეიძლება მეკარე ასე თამაშობდეს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ „ლოკოს“ თამაშით. განსხვავება არაა, 1:2 წააგებ თუ 1:4, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგება მაინც უსიამოვნოა“, - განუცხადა ჯანაშიამ Sport-express-ს.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივს“ ოთხი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117712