ფეხბურთი

9:04 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ლიგის პირველი მერვედფინალისტი გახდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, მილანის „სან სიროს“ სტადიონზე, „ინტერმა“ და „ბარსელონამ“ ფრედ - 1:1 ითამაშეს. ორივე ბურთი ბოლოსკენ გავიდა. ჯერ, 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესული მალკოლმი შეიჭრა იტალიელთა საჯარიმოში და გახსნა ანგარიში. თუმცა 4 წუთში მაურო იკარდიმ გაათნაბრა და მასპინძლები წაგებას გადაარჩინა.

ამ ფრის წყალობით, „ბარსელონა“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მონაწილეობის უფლება გაინაღდა. სხვათა შორის, კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ მე-17 გადალახა ტურნირის ჯგუფური ეტაპი.

„ბარსა“ 10 ქულით ლიდერობს B ჯგუფს. მეორეზე შვიდქულიანი „ინტერია,“ მესამეზე - „ტოტენჰემი“ (4), ხოლო ბოლოადგილოსან პსვ-ს ოდენ 1 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113186