სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

4:40 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" მერვედფინალის საზგურის და რონალდუ გოლის მოლოდინში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურის დარჩენილი რვა მატჩი დეს გაიმართება. დღის ცენტრალური შეხვედრა ტურინში, „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შედგება.

ორი კვირის წინ „იუვემ“ „ოლდ ტრაფორდზე“ პაულო დიბალას გოლით მოიგო და მერვედფინალის საგზური პრაქტიკულად მოპოვებული აქვს. „იუვე“ უახლოეს მდევარს („მანჩესტერს“) 5 ქულით უსწრებს. შედეგად , დღეს ტურინელებს მარტვიი დავალება აქვთ: თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდი მოიგებს, მერვედფინალის საგზურსაც გაიფორმებს და თანაც, ჯგუფში პირველ ადგილსაც. აი, თუ შეხვედრა ფრედ დასრულდება, „იუვე“ მაინც გაინაღდებს პლეი-ოფში თამაშს, ოღონდ პირველი ადგილისთვის ქულების მოპოვება კიდევ დასჭირდება. ქულები სჭირდება „მანჩესტერსაც“ - ინგლისელთა აქტივში 4 ქულაა და „ვალენსიას“ სუნთქვას გრძნობს.

მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ შესანიშნავად თამაშობს და აქამდე ჩატარებული 14 მატჩიდან 13 მოიგო და ოდენ ერთხელ ვერ მოახერხა მოგება („ჯენოასთან“ 1:1). რაც შეეხება „მანჩესტერს“, ჟოზე მოურინიოს გუნდს პრობლემები აქვს, მაგრამ ბოლო 5 მატჩიდან ერთადერთხელ დამარცხდა და ისიც ტურინელებთან.

„მანჩესტერის“ რიგებში საეჭვოა რომელუ ლუკაკუს თამაში. მის გარდა, მოედანზე ვერ გავლენ ანტონიო ვალენსია და მარუან ფელაინი. „იუვეს“ ემრე ჯანი, დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი ვერ დაეხმარებიან.

აქვე ვთქვათ, რომ ტურინში გამართული ბოლო ორი დაპირისპირება მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა (1999 წელს, 3:2 და 2003 წელს, 3:0). მთლიანობაში „იუვენტუსის“ სასარგებლოდაა სტატისტიკა: 6 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „ვალენსია“ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლებს. შეიძლება ითქვას, ორივე გუნდისთვის ეს ბოლო შანსი იქნება, რომ ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლონ.

მერვედფინალთან ახლოსაა მიუნხენის „ბაიერნი“. „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგაში არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ მისდის საქმეები. ნიკო კოვაჩის გუნდი საკუთარ მოედანზე ათენის აეკ-ს დაუხვდება და თუ მოახერხებს მოგებას, მერვედფინალთან ძალიან ახლოს იქნება.

ამავე ჯგუფში ამსტერდამის „აიაქსიც“ ჩინებულად თამაშობს, რომელიც ლისაბონშია და „ბენფიკასთან“ სათამაშოდ ემზადება. ამ გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა. შედეგად, ჰოლანდიელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს დაიბევებენ. თუმცა, „ბენფიკასაც“ ამოძრავებს თავისი მიზნები და ორი კვირის წინ ბოლო წუთზე განცდილი მარცხისთვის საქმე სარევანშოდ აქვს. თანაც, ეს „არწივების“ ბოლო შანსი იქნება, რომ პლეი-ოფისთვის იბრძოლონ.

„მანჩესტერ სიტი“ ნელ-ნელა უმატებს. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ დონეცკის „შახტართან“ აშკარა ფავორიტია. პეპ გვარდიოლას გუნდმა ორი კვირის წინ უკრაინაში 3:0 გაიმარჯვა. „შახტარს“ ორი ქულა აქვს და ბუნებრივია ამ შეხვედრაში მარცხი საქმეს გაურთულებს, თუმცა ძნელია პაულო ფონსეკას გუნდის შანსზეა საუბარი. „შახტარის“ სავარაუდო შემადგენლობაში სმაწუხაროდ არ ფიგურირებს საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა. აქვე, ლიონში ადგილობრივი „ოლიმპიკი“ ზინსჰეიმის „ჰოფენჰაიმს“ დაუხვდება. გერმანიაში მეტად თვალსასეირო 90 წუთი შემოგვთავაზეს და ახლაც იგივეს ველოდებით. ისე კი, ქულები ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სასწორზე მეორე ადგილი დევს.

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება სანტიაგო სოლარის. სამეფო ტასზე და ლა ლიგაში არგენტინელმა სტარტი წარმატებით აიღო, ხოლო ამჯერად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოუწევს ძალების მოსინჯვა. მეტოქე ჩეხეთის ჩემპიონი „პლზენია“, რომელსაც სხვათა შორის მადრიდში არცთუ დამაჯერებლად აჯობა. „რეალისთვის“ აღნიშნულ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ გაიმარჯვებს, მერვედფინალის საგზურს პრაქტიკულად გაინაღდებს. იგივე ითქმის იტალიურ „რომაზეც“, რომელიც შიდა ჩემპიონატში „რეალისა“ არ იყოს, წარმატებით ვერ თამაშობს. „ჯალოროსი“ მოსკოვში ცსკა-ს ხვდება. რუსებსაც აქვთ პრეტენზია ჯგუფიდან გასვლაზე და წესით საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

E ჯგუფი

„ბაიერნი“ - აეკ

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ბოატენგი, ალაბა; ხავი მარტინესი, მიულერი, სანჩესი; გნაბრი, ლევანდოვსკი, რიბერი

აეკ (4-2-3-1): ბარკასი, ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ლამპროპულოსი, ჰულტი; სიმოესი, იაპანოპულოსი; გალო, მანტალოსი, ბოიე; კლონარიდისი

„ბენფიკა“ – „აიაქსი“

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, რუბენ დიასი, ჟარდელი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, გედსონი; სალვიო, რაფა, ჟონასი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, ბლინდი, დე ლიგტი, ტალიაფიკო; დე იონგი, შონე, ვან დე ბეკი; ტადიჩი, დოლბერგი, ზიეჩი

F ჯგუფი

„ლიონი“ – „ჰოფენჰაიმი“

„ლიონი“ (4-4-2): ლოპეში; რაფაელი, მარსელო, დენაიერი, მენდი; ტუსარტი, ნდომბელე, ფეკირი, ტრაორე; დემბელე, დეპაი

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; ადამსი, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი; კადერაბეკი, გრილიტში, დემირბაი, შულცი, ბელფოდილი; ჟოელინტონი, კრამარიჩი

„მანჩესტერ სიტი“ – „შახტარი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, მენდი; ფერნანდინიო, დავიდ სილვა, ბერნარდო სილვა; მაჰრეზი, აგუერო, სტერლინგი

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; მაიკონი, სტეპანენკო; ველინგტონ ნემი, ალან პატრიკი, ტაისონი; ჟუნიორ მორაეში

G ჯგუფი

ცსკა - „რომა“

ცსკა (4-1-4-1): აკინფეევი; ფერნანდეში, ბეკაო, მაგნუსონი, ნაბაბკინი; ახმეტოვი; ვლაშიჩი, ძაგოევი, სიგურდსონი, ობლიაკოვი; ჩალოვი

„რომა“ (4-2-3-1): ოსლენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; კრისტანტე, ნზონზი; ჯენგიზ იუნდერი, პელეგრინი, კლუივერტი; ჯეკო

„პლზენი“ – „რეალი“

„პლზენი“ (4-2-3-1): ჰრუშკა; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა, ჰროსოვსკი; ჰაველი, ჩერმაკი, კოპიჩი; ჩორი

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; ოდრიოზოლა, ნაჩო, რამოსი, რეგელიონი; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო, ბენზემა, ბეილი

H ჯგუფი

„ვალენსია“ – „იანგ ბოიზი“

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; ვასი, გაბრიელი, გარაი, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში; რიდრიგო, ბატშუაი

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვონ ბალმუსი; მბაბუ, ლაუპერი, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი; ოარო, ასალე

„იუვენტუსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი/რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო, რონალდუ, დიბალა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; მატიჩი, პოგბა, ფრედი; მარსიალი, რაშფორდი, მატა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109357
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X