მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სეზონი დაასრულა, აღნიშნული ინფორმაცია თავად ნადალმა გაავრცელა.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალის ნაცვლად მონაწილეობას ამერიკელი ჯონ იზნერი მიიღებს.
ლონდონში ჩოგბურთლები ორ ჯგუფად დაწყვილდნენ.
ა ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი, მარინ ჩილიჩი, ჯონ იზნერი.
ბ ჯგუფი: როჯერ ფედერერი, კევინ ანდერსონი, დომინიკ ტიმი, კეი ნიშიკორი.