ჩოგბურთი

23:13 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა სეზონი დაასრულა

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სეზონი დაასრულა, აღნიშნული ინფორმაცია თავად ნადალმა გაავრცელა.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალის ნაცვლად მონაწილეობას ამერიკელი ჯონ იზნერი მიიღებს.

ლონდონში ჩოგბურთლები ორ ჯგუფად დაწყვილდნენ.

ა ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი, მარინ ჩილიჩი, ჯონ იზნერი.

ბ ჯგუფი: როჯერ ფედერერი, კევინ ანდერსონი, დომინიკ ტიმი, კეი ნიშიკორი.

Loading...
0.136372